воскресенье, 3 декабря 2023 г.

კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადა

 2023 წლის 25 ნოემბერს მოსწავლეებისთვის კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გვანცა კენჭოშვილმა, ვულოცავთ მას 66 ქულის მიღებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებას.

 ფინანსური ოლიმპიადა - საქართველოს ბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია კინგსი საქართველო, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.



суббота, 2 декабря 2023 г.

etwining პროექტის სახელწოდებაა,,კეთილდღეობა განათლებაში"

  etwinjngi პროექტის  სახელწოდებაა,,კეთილდღეობა განათლებაში" ,რომელსაც ხელმძღვანელობს  საოცრად მოტივირებული  კოლეგა რიმა კუპრეიშვილი. მადლობაა მას   ასეთი  ჩართულობისთვის.  არა ერთი     საინტერესო პროექტის   დამფუძნებელია,ძლიერი მხარდამჭერია , ძალიან საინტერესოა მასთან თანამშრომლობა.


 პროექტის მიზანია:

• ზრუნვა მოსწავლეთა კეთილდღეობაზე სკოლაში, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოციალური და ემოციური აზროვნების პოზიტიურ ცვლილებებზე. 

• ცნობიერების ამაღლება და  მოსწავლის როლის მნიშვნელობა  დემოკრატიული სკოლის ხელშეწყობისთვის;

• გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება;

• 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო საუბარი, ციფრული უნარები);

пятница, 1 декабря 2023 г.

პროექტი- "აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებები"

 მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ხორციელდება პროექტი " აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებები".

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, არა

მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ განახორციელონ

თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა

და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა

მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია სადაგთა თანამშრომლობით განვახორციელეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორისს დასუფთავება. მოქალაქეობის მასწავლებელმა ჩაატარა მინი ლექცია თამბაქოს, ალკოჰოლის დ ასწორი კვების შესახებ. სასკოლო საზოგადოებაში განვახორციელეთ კვლევა დამოვახდინეთ კვლევის ანალიზის პრეზენტაცია _ როგორ იკვებებიან. კვლევის ანალიზი წარვუდგინეთ სკოლის ადმინისტრაციას. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები "არა გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ და მავნე პროდუქტებს"; ასევე თამბაქოს და ალკოჰოლისშესახებ. მოწვეულმა ექიმმა ესაუბრა მოსწავლეებს ორგანიზმისთვის საშიშ და მავნე ნივთიერებესა და საკვებზე, დღის რეჟიმის უპირატესობაზე, სწორ ძილსა და სპორტის უპირატესობაზე. ხელოვნების მასწავლებელმა წარუდგინათ პრეზენტაცია ხელოვნების უპირატესობაზე, ხოლო სპორტის მასწავლებლის ჩართულობით განხორციელდა სპორტის სხვადსხვა სახეობაში შეჯიბრი, მხიარული სტარტები. ბიოლოგიის მასწავლებელმა ესაუბრა თამბაქოსა და ალკოჰოლის მავნებლობაზე.


пятница, 24 ноября 2023 г.

ეტალონის მეორე ტურის შედეგები

 2023 წლის 24 ნოემბერს თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტური. ვულოცავთ მონაწილე მოსწავლეებს წარმატებით მონაწილეობას ოქროს სიგელის დამსახურებას.









среда, 22 ноября 2023 г.

ტოლერანტობა, შეტყობინება 21-ე საუკუნეს

 სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით.გააკეთეს პრეზენტაციები, მოახდინეს ფილმის ნახვა/განხილა, კერძოდ "ჰურიე" და "ნიგერიელი გოგონა თბილისში". ისაუბრეს ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, უმცირესობაში მყოფი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე და არსებულ პრობლემებზე. მოწვეულმა სტუმარმა ეთო შიუკაშვილმა, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელია კახეთის რეგიონში მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ბავშვის უფლებებზე, ტოლერანტობის არსზე და მის მნიშვნელობაზე, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გაიმართა დისკუსია, რომელზეც ამომწურავი პასუხები გასცა ქალბატონმა ეთომ . დიდი მადლობა მას აქტიური ჩართულობისთვის. პროექტის დასასრულს  მოამზადეს ბუკლეტები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში.








вторник, 21 ноября 2023 г.

ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატი 2023-2024 სასწ. წ.

 2023 წლის 21 ნოემბერს თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ეტალონის ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური. ვულოცავთ მონაწილე მოსწავლეებს წარმატებით მონაწილეობას. ვულოცავ მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს შემდგომ წარმატებას: გვანცა ბროევს გვანცა კენჭოშვილს საბა წულუკიძეს ნიკა აბრამიშვილს ანი გრიშიკაშვილს ეტალონის ტრენერი პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი








ნახატების/პოსტერების კონკურსში ბულინგის თემაზე

 USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში მედია ცენტრი კახეთის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ნახატების/პოსტერების კონკურსში ბულინგის თემაზე მონაწილეობისთვის და  წარმატებულად განხორციელებული სასკოლო პროექტისთვის სერტიფიკატის გადაცემას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს. პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი 2023 წ-ის 21 ნოემბერი