25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული16–დღიანი კამპანია. პრევენციისათვის უმთავრესი ცნობიერების დონის ამაღლებაა.
სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმა სხვადასხვა აქტივობა.
1. ფილმი- "პეპელების ჟამი" ჩვენება , დისკუსია
2. პოსტერების კონკურსი
3.ესეების კონკურსი
4. კონფერენცია “ქალები, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის”
5. მიმდინარეობს კედლის მოხატვა
“ქალები, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის”- მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს , როგორ იბრძოდნენ ქალები ცვლილებებისთვის და უფლებებისთვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული16–დღიანი კამპანია
პოსტერების კონკურსი - ,, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ’'
https://www.facebook.com/media/set/?set=a.596452878953359&type=3
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მედია ცენტრმა კახეთი MCK-ს მიერ პარტნიორი 56 სკოლის მოსწავლეებისთვის გამოაცხადებული პოსტერების კონკურსის ,,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ’’ გამარჯვებულები გამოვლენილია.
კონკურსში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა კახეთის მასშტაბით.
გამარჯვებულია სსიპ ქ.თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნუცა გომელაური.
გამარჯვებულს სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრი გადაეცა.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.
https://www.facebook.com/photo?fbid=614345107164136&set=pcb.614345873830726 დაჯილდოვდა ნუცა გომელაური
Комментариев нет:
Отправить комментарий