четверг, 8 декабря 2022 г.

პროექტი- გენდერული მეინსტრიმინგისათვის

 პროექტი- გენდერული მეინსტრიმინგისათვის

მიზანი  მოსწავლეებმა გააცნობიერონ სასკოლო საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, შესაბამისად ხელი შეეწყოს თანასწორობის პრინციპის დასაცავად საჭირო კომპეტენციების განვითარებას

პროექტი არის ინტეგრირებული -სამოქალაქო განათლება. ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია და ხელოვნება.

აქტივობები:

აქტივობა 1.1: კვლევა _ იმისათვის, რომ პროექტი დაუკავშირდეს სასკოლო საზოგადოებას და მოსწავლეებმა შეიძინონ სფეროსთან მიმართებით კვლევითი უნარები, ლოკალურ გარემოში მოსწავლეებმა განახორციელეს კვლევა _ გამოკითხვა _ სასკოლო გარემოში.დაადგინეს მოსწავლეთა თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობა-ბალანსი; განხორციელდეს ფოკუსჯგუფი სამივე საფეხურზე, თუ როგორ ნაწილდებიან მოსწავლეები სკოლაში არსებული საჭიროებების გადასაჭრელად (ფიზიკური გარემოს, საკლასო ოთახის მოსწესრიგება, დასუფთავება, სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, პროექტების ინიციტივა) გენდერული ნიშით შემდეგი კითხვების გამოყენებით:

კითხვები სასკოლო საზოგადოების გამოსაკითხად: 

• რა პრობლემებს ხედავთ სასკოლო, სათემო საზოგადოებაში გენდერული ნიშნით უთანასწორობის მიმართულებით და როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?

 • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში იყო თუ არა დაცული თანასწორობის პრინციპი, სად და როგორ გამოვლინდა? 

• როცა მოსწავლეები აწესრიგებენ საკუთარი ინიციატივით სასკოლო და საკლასო გარემოს, რამდენად ექცევა სათანადო ყურადღება გენდერულ ბალანსს და როგორ?

აქტივობა 1.2: ინტერვიუ-ონლაინ ჩართვა

სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოსწავლეები მოაგროვეს ინფორმაცია სკოლის კურსდამთავრებულების შესახებ, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა პროფესიაში, ინტრევიუები მოსწავლეებმა მოაზადეს და გაცნობეს (პრეზენტაციების, შეხვედრების ორგანიზებით) სხვა კლასების მოსწავლეებს.

აქტივობა 1.3: თანატოლთა განათლება, მოხალისეობა

პროექტის სამიზნე ჯგუფმა მოხალისეობაზე ჩატარეს სემინარები სკოლის სამივე საფეხურის  სკოლის მსურველი მოსწავლეებისათვის გენდერული თანასწორობის ესახებ.

აქტივობა  2.1. განახორციელეს სახალხო დამცველის აპარატიდან ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის იურისტთან შეხვედრა. 

რომელმაც გააცნო გენდერული თანასწორობის დაცვის მექანიზმები და საშუალებები.

აქტივობა  2.2. ქართულის მასწავლებელმა აჩვენა ფილმი "პეპლების ჟამი" და შეავსეს წინასწარ შედგენილი კითხვარი ; ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი სადაც მოხდა ფილმის განხილვა და დისკუსია. (მოქალაქეობისა და ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი) 

 აქტივობა 3.1. განხორციელდა შიდა სასკოლო კონფერენცია,  სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ისტორიის საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობით მოსწავლეებმა მოამზადეს საკონფერენციო თემები და ესსები; სტუმრად მოიწვიეს იურისტები, ქალთა ოთახის წარმომადგენელი, ომბუსმენის წარმომადგენელი და თელავის N4 , N9, N6 სკოლის მოსწვლეები. შეხვედრა ჩატარდა დჩც-ში.


პროექტის ფარგლებში კონფერენციაში გამარჯვებული თელავის N5 საჯარო სკოლის  ცხრა  მოსწავლე დაჯილდოვდა 
აქტივობა 3.2. ვიდეორესურსების დამზადება

ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეები დაუკავშურდნენ საქართველოში ქალთა უფლებების დამცველსაზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათთან თანამშრომლობით დაამზადეს  3-5-წთ.  ვიდეორგოლებს იმ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მოქმედ ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებზე, რომლებმაც უზრუნველყოფენ მსოფლიოსა და საქართველოში გენდერულi თანასწორობის საკითხების ადვოკატირება-ლობირება;

ვიდეო მოამზადეს ქალთა ფონდის ხედვის მიხედვით

UN VUMEN გაეროს ქალთა ორგანიზაცია
რესურსი მოამზადა - ნ.ს ; ს.წ.; დ.ბ.

აქტივობა  3.3. შექმნეს და დაარიგეს თემში და განათავსეს სოციალურ ქსელში- ფლაერები, ბროშურები.  საინფორმაციო კამპანია

ინფორმირების მიზნით განახორციელეს  სასკოლო თემში და სოციალურ ქსელში საინფორმაციო კამპანია;









აქტივობა  3.4 ბარათები გენდერული სტერეოტიპების შესახებ

შეავსე `ახსნისგრაფა და წარმართეთ დისკუსია

აქტივობა  4.1: კედლის მხატვრობის აქტივიზმი“ _ ლოკალურ ქმედებებს გლობალური შედეგები მოჰყვება"



 აქტივობა  4.2: ფორუმთეატრი-,,გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლა“, ბავშვებთან ერთად დავწერეთ სცენარი თვითვეული აქტორისთვის, შემდეგ წარუდგინეთ სასკოლო საზოგადოებას.




 

Комментариев нет:

Отправить комментарий