2023 წლის 18 ოქტომბერს, სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, გაეცნენ ტერმინის ტრანზიცია მნიშვნელობას. გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: მეწარმეობის განვითარება, პროფესიის შეცვლა. მოსწავლეებმა ძეგლის ფოტოს გაცნობის შემდგომ დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და მიგნებები. შემდგომ გაეცნენ ძეგლის ისტორიას, ისაუბრეს სამეწარმეო საქმიანობაზე, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელ ძალაზე. მოსწავლეები გაითამაშეს სიტუაციები, გაერკვნენ საკუთარ პოზიციებში და დააფიქსირეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები. სავარჯიშოს შეჯამებისას იმსჯელეს რამდენად რთული იყო თუ არა პოზიციის არჩევანი, თანაკლასელებს მისცეს რჩევები, ასევე ისაუბრეს მომავალი პროფესიის გეგმებზე. მნიშვნელოვანი იყო მათი მოსაზრებები პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებებზე ოჯახის წევრების გავლენაზე და მოიყვანეს არგუმენტები გადაწყვეტილების მიღებისას რამდენად მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება. შეხვედრას მე-11 კლასის 22 მოსწავლე და მე-9 კლასის 8 მოსწავლე დაესწრო.
სიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებთან 25.10.23 შედგა მორიგი შეხვედრა.
თემა - საქართველო ტრანზიციის პერიოდში. შეხვედერა ტარნზიციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დავიწყეთ, შემდგომ მოსწავლეებს წარვუდგინე ტექსტი: „საქართველო ტრანზიციის პერიოდში 1988-1993 წლებში“, რასაც მოყვა ეპოქის მიმოხილვა და განხილვა-დისკუსია, გამოვიყენეთ მარკირების მეთოდი, მონიშნეს მათთვის უცნობი ტერმინები და ფაქტები და გამოხატეს საკუთარი პირადი დამოკიდებულებები.აქცენტი გააკეთეს როგორც „ბნელი 90-იანელების“ უარყოფით ასევე მცირე პოზიტიურ ცვლილებებზე. შეხვედრა დასასრულეთ აქტივობის შეჯამებით.მოსწავლეებმა ისაუბრეს " გარდაქმნის შემდგომ ძირეულ ძვრებზე: გამეფებულ კორუფციაზე, ჩრდილოვან ეკონომიკაზე, ეთნიკურ პრობლემებზე, გულგრილობაზე ( შშმ პირების საჭიროებებთან), საპროტესტო გამოსვლებზე, სოხუმის დაცემაზე, 1990 წლის არჩევნებზე, 1991 რეფერენდუმსა და შემდგომ პერიოდზე, საკვებსა და გასართობზე. პარალელები გაავლეს არსებულ რეალობასთან. თვილთმხილველთა ვიდეო ჩანაწერების მოსმენა- განხილვა;
შეხვედრას 14 მოსწავლე დაესწრო.
მე-9 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა თვითმხილველის ვიდეო ჩანაწერის ჩვენებით,ჩვენების მიმდინარეობის დროს მონაწილეებს უნდა შეევსოთ წინასწარ დარიგებული სქემა, სადაც წერილობით დააფიქსირებდნენ თვითმხილველის ემოციებს, გამორჩეულ მომენტებს მონათხრობიდან, დაასახელებდნენ დაფიქსირებულ ისტორიულ ფაქტებს, რომლის შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია,სადაც საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელი დაშინების, დაშანტაჟების მეთოდებზე გაამახვილეს ყურადღება, ამ შემთხვევაში ინტერვიუერი იყო რელიგიური პირი, ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, მონაწილეებმა კარგად გაიაზრეს თუ რა გზას მიმართავდნენ საბჭოთა სისტემის წარმომადგენლები კონკრეტული ადამიანების მისამართით.