понедельник, 30 мая 2022 г.

SOS ბავშვთა სოფელი

 ჩვენი სკოლა ჩაერთო კიდევ ერთ ახალ პოექტში -„ბავშვთა დაცვისა და რეაგირების საკითხების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“,რომლის ფარგლებშიც

2022 წლის 19 მაისს ჩატარდა თემაზე: ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის.

მიზანი - მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა შრომის არსს და იმ ძირითად რისკებს, რაც შრომაში ჩართულ ბავშვებს აქვთ.

მე-4 კლასის მოსწვალებისთვის თემაზე: ძალადობის ფორმები

მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა ძალადობის ფორმებისა და გამომწვევი

მიზეზების შესახებ.

შეხვედრები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.


პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური

სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ორგანიზაციების „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის

განვითარების ცენტრი“ პარტნიორობით პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების

საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო

საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044994055517023

საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!”

25 მაისს თელავის მე-5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრ მოსწავლეებს  საპატიო სტუმრები ესტუმრნენ. მედიაწიგნიერების ტრენინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ემი ქლენსი და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვეწვივნენ და  მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.ახალგაზრდებს ინფორმაციის, ფოტოსა და ვიდეოს გადამოწმების ინსტრუმენტები ასწავლეს.

დასასრულს Kahoot  -ის გამოყენებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ. აქიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

მოსწავლეებმა კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

 ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და @USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#ნუდაინფიცირდებიდეზინფორმაციით

https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4667556540011426/4668241643276249/

https://www.facebook.com/TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi

https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4668271953273218/4668257029941377

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044906272192468

 













ბავშვები და პოლიცია


სსიპ ქალაქ  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი სიცოცხლე " 2012 წლიდან  აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თელავის რეგიონული ოფისის წარმომადგენელბთან - ეთო შიუკაშვილთან და ნათია ფიცხელაურთან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებში. 2022წლის  20 მაისს კახეთის რეგიონის  აპარატის სტრუქტურული ერთეული, სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ივანე ყიზილაშვილმა და მანანა მარტაშვილმა, შეხვედრა გამართეს თელავის N 5 საჯარო სკოლის კლუბის მოსწავლეებთან თემაზე "ბავშვები და პოლიცია".

მათ აღნიშნეს, რომ პოლიცია საზოგადოების წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვაზე, არასრულწლოვანის დასჯადობის ასაკზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებაზე, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რეაგირებაზე.

შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში წარიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

მოსწავლეთა მხრიდან აქტიური და საინტერესო ჩართულობა იგრძნობოდა. მათი დასმული შეკითხვები სტუმრებმა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხებით დააკმაყოფილეს.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6013053348711094

"მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში"

2022 წლის 5 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასში  გაკვეთილები ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში". დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მოსწავლეები გამოირცეოდნენ მაღალი ჩართულობით, დასასრულს შექმნეს რეკლამები და წარუდგინეს კლასს პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია ორი წლის განმავლობაში სპეციალური სასწავლო რესურსების შექმნა, რომელთა მეშვეობით სამოქალაქო განათლების პედაგოგები შეძლებენ საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირებას.
შეხევდრას  უძღვებოდა კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, მედიაწიგნიერების სპეციალისტი -გიორგი ჯოლოგუა,სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად.
















 

კიბერუსაფრთხოება

 2022 წლის თებერვალში სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა ონლაინ პროექტი “კიბერუსაფრთხოება”, პროექტის მიზანი იყო  კიბერუსაფრთხოების  შესახებ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, ბოლოხანს  საქართველოში გახშირებული  კიბერ  თავდასხმებისგან  თავდაცვის, პრევენციის  საკითხებზე მოსწავლეების   აქტიური ინფორმირება.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, დავამუშავეთ https://lconline.ge/ განთავსებული მასალები, მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი, განახორციელეს დაგეგმილი აქტივობები და საუკეთესო მოსწრების მოსწავლეებმა "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში დაიმსახურეს სერტიფიკატი.

პროექტის დასასრულს მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა საიტის გამოყენების მეთოდოლოგია და განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს მასწავლებლებს. შეხვედრა შედგა ონლაინ.(PH International)








понедельник, 16 мая 2022 г.

"რა ვიცით პარლამენტარიზმის შესახებ"

სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო.

ჩვენი სკოლა 2021 წელს ჩაერთო ახალ პროექტში "რა ვიცით პარლამენტარიზმის შესახებ". 

პირველი შეხვედრის მასალები მოცემულია ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.3934175600009713&type=3


შემდგომი შეხვედრა მზიური პარკში პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო სტუმრების გამოსვლით, მოსწავლეთათვის სახალისო აქტივობებით. 

პროექტი ცნობიერების ამაღლებას საქართველოს პარლამენტის, მისი როლისა და ფუნქციის, პარლამენტრიზმის  ისტორიის შესახებ მოიცავს.

პროექტია მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ და პრაქტიკული საშუალება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ დაუახლოვდნენ და გაიმდიდრონ ცოდნა საქართველოს პარლამენტის შესახებ შემდეგ საკითხებზე: როგორ იქმნება კანონი, როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობა კანონის ასრულებაზე,დემოკრატიის და მოქალაქო უფლებების შესახებ.

პროექტის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის,რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელობით.


სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - ,,რა ვიცით პარლამენტის შესახებ?” პოექტის ფარგლებში შედგა ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ახალი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, უმანსპინძლა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს და პედაგოგებს. პროექტის იდეა საქრთველოს პარლამენტს ეკუთვნის და სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლა იმ 50 სკოლას შორისაა, რომელშიც პროექტი მიმდინარეობს.

,,რა ვიცით პარლამენტის შესახებ?” პოექტის ფარგლებში  მე-7 კლასის სახელმძღვანელოს წარმატებით გავლის შემდეგ დაიგეგმა და განხორციელდა   შემაჯამებელი აქტივობა მე-7 კლასში ,,რა ვიცით პრლამენტის  შესახებ,, რა სად როდის "ფორმატში .თამაში შედგებოდა ორი რაუნდისგან , პროცესი წარიმართა წარმატებით. 

 https://www.facebook.com/media/set?vanity=parliamentgeo&set=a.284307503892580

https://www.facebook.com/media/set/?set=a.4918512744909322&type=3










пятница, 13 мая 2022 г.

განხორციელებული აქტივობები, პროექტი- "ჩემი ბედნიერი მომავალი/Our Happy Future"

 “ჩვენი ბედნიერი მომავალი” ფარგლებში განხორციელდა აქტივობა-ინდივიდუალობა.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.5899900523359711

ქალაქისა და სკოლის წარდგენა ითვინინგის პროექტის- “ჩემი ბედნიერი მომავალი”” ფარგლებში
https://www.youtube.com/watch?v=ZA8SMmxLzLU

ციფრული უსაფრთხოება

https://www.facebook.com/media/set/?set=a.5899882570028173&type=3

ჩემი ოცნების სკოლა

https://www.youtube.com/watch?v=oizeIW5p-rM

დედამიწა ჩემი სახლია

https://www.youtube.com/watch?v=hMURISTwokE

მომავლის პროფესიები

https://www.youtube.com/watch?v=fQ36xASjD_s

7 14 April World Health Day and Week Slogans on Health Telavi N 5 publik school

https://www.youtube.com/watch?v=cFpWQJO_9jU

ბავშვის უფლებები Child rights

https://www.youtube.com/watch?v=Wv4TZoUi4IY



პროექტი "Our happy future" - " ჩვენი ბედნიერი მომავალი"

 





პროექტ "Our happy future" - " ჩვენი ბედნიერი მომავალი" დასასრულს მიუახლოვდა, რომელიც eTwinning -ის ფარგლებში განხორციელდა.პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, არაჩვეულებრივ და უძვირფასეს ქალბატონს ირმა ღანიაშვილს. გმადლობთ ყველაფრისთვის ქ-ნო ირმა, რიმა გმადლობთ, რომ მაზიარეთ ამ არაჩვეულებრივ პორტალს, გმადლობთ, რომ მუდამ ჩვენზე ზრუნავთ.მიყვარხართ და მეიმედებით. უღრმესი მადლობა თითოეულ ამ პროექტში მონაწილე ჩემს არაჩვეულებრივ მასწავლებლებს, ჩემს უძვირფასეს კოლეგებს. პროექტის ავტორები-სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალის საჯარო სკოლის პედაგოგი Nino-Irma Ghaniashvili და სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის პედაგოგი Rima Kupreishvili, ხოლო წევრები -სხვადასხვა ქვეყნის 39 მასწავლებელი და 290 მოსწავლე. პოზიტიური, საინტერესო სასწავლო გარემო, რომელიც შეესაბამება მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოცდილებით იძენენ პრობლემებთან გამკლავების უნარს, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ. მათ განუვითარდებათ თვითშეფასება, საკუთარი ძალების გაგება და დაფასება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა აიმაღლეს სამოქალაქო ცნობიერება დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, გაიაზრეს თავიანთ უფლებები და მოვალეობები საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. დაგეგმილი აქტივობები მორგებულია მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებზე . პროექტის მიზნები : 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების გააზრება, ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა .

მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეებს განუვითარდებათ თვითშეფასება, საკუთარი ძალების გაგება და დაფასება. ისინი ჩაატარებენ კვლევას და წარმოადგენენ „ჩემი ოცნების სკოლას“ სხვადასხვა ციფრული თუ ხელნაკეთი მასალების საშუალებით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, გაიაზრებენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.

თითოეული აქტივობა წარიმართა მეტად საინტერესოდ. ამ პროექტით ჩვენმა მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს კომუნიკაციის უნარი, გაზარდეს თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა და ორიგინალური პროდუქტების შექმნის უნარი და გაიუმჯობესეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ტექნოლოგიების გამოყენება ინტეგრირებულია სასწავლო გეგმაში და ჩვენი მიღწევები უზრუნველყოფილი იყო მუდმივად. მათ გამართეს ღონისძიებები, რამაც საშუალება მისცა მიეღწიათ თავიანთი მიზნებისთვის – ყურადღების მიპყრობა და გავრცელება.

პროექტის განრიგი

ჩვენმა მასწავლებლებმა გააცნეს საკუთარი თავი, სკოლა, ქალაქი და ქვეყანა. ჩვენი პროექტი წარუდგინეს მოსწავლეებს და სკოლები დაფიქსირდა რუკაზე.

განისაზღვრა მოსწავლეთა გუნდები, რომლებიც იმუშავებენ პროექტზე და დაემატა პროექტს. თითოეული სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა თავიანთი გაცნობა გააკეთეს ვებ ინსტრუმენტის - vokis გამოყენებით . ჩვენ მოვამზადეთ ჩვენი პროექტის სამუშაო გეგმა და გავუზიარეთ ჩვენი დავალებები.

მოეწყო მოსწავლეთა მიერ უსაფრთხოებისა და პროექტის წესების შესახებ ინტერნეტის საშუალებით თავიანთი აქტივობების ჩასატარებლად აქტივობა. ჩვენი მოსწავლეების მზაობის დასადგენად გამოყენებული იქნა წინასწარი პროექტის კითხვარი, ასევე მშობელთა და მასწავლებელთა კითხვარები მომზადდა. ჩავატარეთ გამოკითხვა პროექტის ლოგოს დასადგენად და ავირჩიეთ ჩვენი ლოგო. ჩვენ მოვამზადეთ ჩვენი პროექტის სარეკლამო ბროშურა და გამოვიყენეთ გასავრცელებლად. პროექტის აქტივობა ინდივიდუალობა (თვითშეფასება, საკუთარი ძალების გაგება და დაფასება) ვისაუბრეთ ინდივიდუალურობაზე, თვითშეფასებაზე, საკუთარი ძალების გააზრებასა და დაფასებაზე.ისინი თავიანთ იდეებს უზიარებდენ ერთმანეთს. შედგა შეხვედრა, სადაც მასწავლებლებმა გავაცანით პრეზენტაცია მოსწავლეებს, მათ უყურეს საინტერესო ფილმებს და მოაწყვეს დისკუსია, ისაუბრეს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს გავაცანით პრეზენტაცია, უყურეს ფილმებს, განიხილეს გარემოს საფრთხეები და დაასახელეს გზები, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს დაბინძურების პრობლემა ჩვენი გარემოს გადასარჩენად. შევქმენით სლოგანები და დედამიწის ნახატები. 7-14 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ავღნიშნეთ, გაკვეთილებზე გავაკეთეთ პრეზენტაცია ჯანმრთელობისთვის აუცილებელ საკითხებზე ვიმსჯელეთ და მოსწავლეებმა შექმნეს სლოგანები, პოსტერები ჯანმრთელობაზე. შედგა მორიგი შეხვედრა თემაზე: "მომავლის პროფესიები", სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის მონაწილე მოსწავლეები. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თავიანთი მომავალი პროფესიის შესახებ, ისაუბრეს მომავალ პროფესიებზე, რა უნარ-ჩვევებია საჭირო მომავალი პროფესიების დასაუფლებლად, სად და როგორ არის შესაძლებელი ცოდნის მიღება მომავალი პროფესიების შესახებ. მომავლის სკოლა - ამ აქტივობაში მოსწავლეებმა შექმნეს მოდელები მომავლის სკოლისთვის. საბოლოო პროდუქტი - შეიქმნა ელექტრონული წიგნი: https://bit.ly/3Ffohvi

9 მაისს ავღნიშნეთ ეთვინინგის დღე. შეიქმნა თითოეული მასწავლებლის მიერ ასოები phinsh პროგრამაში და მომზადდა მისალოცი ვიდეო (746) 9 may etwinning Day - YouTube https://www.youtube.com/watch?v=as4DnkymTPw&feature=youtu.be

მოსწავლეებმა იმუშავეს და შექმნეს სიტყვის ღრუბელი, ააწყვეს პაზლი, შეიქმნა პროექტში მონაწილე მასწავლებელთა გუნდის ავატარი.

სკოლებიდან გაიმართა მასწავლებლ-მოსწავლის ონლაინ შეხვედრა. ამ ღონისძიებამ აქტიურად ჩართო მოსწავლეები პროექტში და გააერთიანა, გააძლიერა მათი მეგობრობა.

2022 წლის მაისში , ჩვენ მივედით ამ საინტერესო, შესანიშნავ და ფანტასტიკურ პროექტზე მუშაობის დასასრულს. მასწავლებლები და მოსწავლეები შეფასდნენ კითხვარებით. ჩატარდა მოსწავლეების, მშობებისა და მასწავლებლების საბოლოო შეფასების გამოკითხვები. პროექტის ბოლოს შეფასების ონლაინ შეხვედრა გაიმართა მასწავლებლებთან.

https://www.youtube.com/watch?v=ZJBVPthx_oc

 

 

საერთაშორისო პროექტი- ტრანზიციაში დაკარგულები - ანგარიში და კონფერენციის ფოტოები

2021-2022               წელს თელავის N5 სკოლის სამოქალაქოს მასწავლებელი ჩაერთო საერთაშორისო    პროექტში-  "  ტრანზიციაში (გარდამავალ პერიოდშიდაკარგულები" / Lost in Transition."
 თელავის N5 საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებთან Microsoft Teams- ის  პლატფორმის გამოყენებით პროექტის ფარგლებში:,,ტრანზიციაში დაკარგულები“ ჩავტარე გაკვეთილები. მოსწავლეებთან ერთად მოვუსმინეთ ვიდეო რესურსებს, მოვახდინეთ  განვიხილვა და  მსჯელობა პაატა ზაქარიაშვილის საინტერესო ინფორმაციის შესახებ,კერძოდ 90-აათიანი წლების გარდამავალ პერიოდზე,მის მანკიერ მხარეებზე, რომელზედაც საუბრობდა უშუალოდ იმ პერიოდის მონაწილე გავმართეთ დისკუსია. მისი მონათხრობის  მოსმენამ მოსწავლეებში სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვრევა გამოიწვია,რაც ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.
ისაუბრეს საბჭოთა საქართველოზე,როგორ და რანაირად დაიწყო 1989 წლის მოვლენები. ტრანზიციის პერიოდის თვითმხილველმა სამოქალაქო განათლების  მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა  გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი,სწორედ ამ დროს დაიწყო ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა,ისაუბრა საქართველოში მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებზე, რომ ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი ინტელიგენციასა და ძალის მქონე პიროვნებებს უკავშირდება. ტრანზიციის პერიოდია ის,რამაც ქვეყანა მიიყვანა დამოუკიდებლობამდე და სიტყვის თავისუფლებამდე.
 ასევე გავუზიარე ჩემი სასკოლო ცხოვრებიდან ეკლესიასთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც კიდევ უფრო დამაჯერებელი და მათში არსებული შეფასებების გადაფასება მოახდინა რაც მათი დასკვნებიდან გამოიკვეთა.
მოძიებული და მონაწილე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საინტერესო პოსტერები მოამზადეს და თანატოლთა ინფირმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაციები გააკეთეს.
განხორციელებული პროექტი გავუზიარე  შემაჯამებელ კონფერენციაზე  კოლეგებს.

პროექტი განხორციელდა სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და ბელარუსი.


პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა- სიქა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია











გოგონების და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები

 პროექტში "გოგონებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"  ერთ წელზე მეტია ჩავერთეთ, მუშაობა სხვსდასხვა მიმართულებისთ მიმდინარეობდა, დასკვნიტ ღონისძიებას კი სკოლაში გაკვეთილის ჩატარება წარმოადგენდა.გენდერულ საკითხთან დაკავშირებით ჩავატარე გაკვეთილები 8-ე კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით, რომელიც მოიცავდა გენდერის საკითხების სიღრმისეულ ანალიზს. ტრენინგზე მიღებული მასალებით, ატქივობებით და მეთოდებით რა განსხვავებაა სქესა და გენდერს შორის, გაიაზრეს გენდერული დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები, დაფიქრდნენგენდერის შესახებ  ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპებზე, გაანალიზეს თანაბარი სარგებლობის და თანასწორუფლებიანობის , სოციალური, ადამიანის ღირსების, ეკონომიკური და კულტურული, პოლიტიკური,  შესახებ გენდერის ჭრილში.გენდერის საკითხების უკეთ გააზრებისთვის განვახორციელეთ მრავალფეროვანი აქტივობები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

პროექტი ხორციელდება  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამსრომლობით.

პროექტის მიზანია: სამოქალაქო მასწავლებლების გაძლიერება, აუმაღლოს კომპეტენციები, აღჭურვოს ახალი მეთოდოლოგიითა და რესურსებით, რითაც ხელს შეუწყობს გოგონების და ბიჭების თაბანაბარი შესაძლებლობის სწავლებას.პროექტი მიმდინარეობდა 2021 წლის განმავლობაში.