понедельник, 30 мая 2022 г.

ბავშვები და პოლიცია


სსიპ ქალაქ  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი სიცოცხლე " 2012 წლიდან  აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თელავის რეგიონული ოფისის წარმომადგენელბთან - ეთო შიუკაშვილთან და ნათია ფიცხელაურთან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებში. 2022წლის  20 მაისს კახეთის რეგიონის  აპარატის სტრუქტურული ერთეული, სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ივანე ყიზილაშვილმა და მანანა მარტაშვილმა, შეხვედრა გამართეს თელავის N 5 საჯარო სკოლის კლუბის მოსწავლეებთან თემაზე "ბავშვები და პოლიცია".

მათ აღნიშნეს, რომ პოლიცია საზოგადოების წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვაზე, არასრულწლოვანის დასჯადობის ასაკზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებაზე, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რეაგირებაზე.

შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში წარიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

მოსწავლეთა მხრიდან აქტიური და საინტერესო ჩართულობა იგრძნობოდა. მათი დასმული შეკითხვები სტუმრებმა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხებით დააკმაყოფილეს.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6013053348711094

Комментариев нет:

Отправить комментарий