2022 წლის 5 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასში გაკვეთილები ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში". დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მოსწავლეები გამოირცეოდნენ მაღალი ჩართულობით, დასასრულს შექმნეს რეკლამები და წარუდგინეს კლასს პრეზენტაცია.
პროექტის მიზანია ორი წლის განმავლობაში სპეციალური სასწავლო რესურსების შექმნა, რომელთა მეშვეობით სამოქალაქო განათლების პედაგოგები შეძლებენ საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირებას.
შეხევდრას უძღვებოდა კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, მედიაწიგნიერების სპეციალისტი -გიორგი ჯოლოგუა,სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად.
Комментариев нет:
Отправить комментарий