понедельник, 30 мая 2022 г.

კიბერუსაფრთხოება

 2022 წლის თებერვალში სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა ონლაინ პროექტი “კიბერუსაფრთხოება”, პროექტის მიზანი იყო  კიბერუსაფრთხოების  შესახებ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, ბოლოხანს  საქართველოში გახშირებული  კიბერ  თავდასხმებისგან  თავდაცვის, პრევენციის  საკითხებზე მოსწავლეების   აქტიური ინფორმირება.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, დავამუშავეთ https://lconline.ge/ განთავსებული მასალები, მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი, განახორციელეს დაგეგმილი აქტივობები და საუკეთესო მოსწრების მოსწავლეებმა "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში დაიმსახურეს სერტიფიკატი.

პროექტის დასასრულს მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა საიტის გამოყენების მეთოდოლოგია და განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს მასწავლებლებს. შეხვედრა შედგა ონლაინ.(PH International)








Комментариев нет:

Отправить комментарий