25 მაისს თელავის მე-5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრ მოსწავლეებს საპატიო სტუმრები ესტუმრნენ. მედიაწიგნიერების ტრენინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ემი ქლენსი და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვეწვივნენ და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.ახალგაზრდებს ინფორმაციის, ფოტოსა და ვიდეოს გადამოწმების ინსტრუმენტები ასწავლეს.
დასასრულს Kahoot -ის გამოყენებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ. აქიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
მოსწავლეებმა კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და @USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
#ნუდაინფიცირდებიდეზინფორმაციით
https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4667556540011426/4668241643276249/
https://www.facebook.com/TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi
https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4668271953273218/4668257029941377
https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044906272192468
Комментариев нет:
Отправить комментарий