понедельник, 30 мая 2022 г.

SOS ბავშვთა სოფელი

 ჩვენი სკოლა ჩაერთო კიდევ ერთ ახალ პოექტში -„ბავშვთა დაცვისა და რეაგირების საკითხების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“,რომლის ფარგლებშიც

2022 წლის 19 მაისს ჩატარდა თემაზე: ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის.

მიზანი - მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა შრომის არსს და იმ ძირითად რისკებს, რაც შრომაში ჩართულ ბავშვებს აქვთ.

მე-4 კლასის მოსწვალებისთვის თემაზე: ძალადობის ფორმები

მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა ძალადობის ფორმებისა და გამომწვევი

მიზეზების შესახებ.

შეხვედრები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.


პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური

სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ორგანიზაციების „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის

განვითარების ცენტრი“ პარტნიორობით პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების

საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო

საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044994055517023

საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!”

25 მაისს თელავის მე-5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრ მოსწავლეებს  საპატიო სტუმრები ესტუმრნენ. მედიაწიგნიერების ტრენინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ემი ქლენსი და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვეწვივნენ და  მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.ახალგაზრდებს ინფორმაციის, ფოტოსა და ვიდეოს გადამოწმების ინსტრუმენტები ასწავლეს.

დასასრულს Kahoot  -ის გამოყენებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ. აქიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

მოსწავლეებმა კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

 ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და @USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#ნუდაინფიცირდებიდეზინფორმაციით

https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4667556540011426/4668241643276249/

https://www.facebook.com/TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi

https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4668271953273218/4668257029941377

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044906272192468

 













ბავშვები და პოლიცია


სსიპ ქალაქ  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი სიცოცხლე " 2012 წლიდან  აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თელავის რეგიონული ოფისის წარმომადგენელბთან - ეთო შიუკაშვილთან და ნათია ფიცხელაურთან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებში. 2022წლის  20 მაისს კახეთის რეგიონის  აპარატის სტრუქტურული ერთეული, სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ივანე ყიზილაშვილმა და მანანა მარტაშვილმა, შეხვედრა გამართეს თელავის N 5 საჯარო სკოლის კლუბის მოსწავლეებთან თემაზე "ბავშვები და პოლიცია".

მათ აღნიშნეს, რომ პოლიცია საზოგადოების წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვაზე, არასრულწლოვანის დასჯადობის ასაკზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებაზე, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რეაგირებაზე.

შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში წარიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

მოსწავლეთა მხრიდან აქტიური და საინტერესო ჩართულობა იგრძნობოდა. მათი დასმული შეკითხვები სტუმრებმა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხებით დააკმაყოფილეს.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6013053348711094

"მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში"

2022 წლის 5 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასში  გაკვეთილები ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში". დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მოსწავლეები გამოირცეოდნენ მაღალი ჩართულობით, დასასრულს შექმნეს რეკლამები და წარუდგინეს კლასს პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია ორი წლის განმავლობაში სპეციალური სასწავლო რესურსების შექმნა, რომელთა მეშვეობით სამოქალაქო განათლების პედაგოგები შეძლებენ საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირებას.
შეხევდრას  უძღვებოდა კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, მედიაწიგნიერების სპეციალისტი -გიორგი ჯოლოგუა,სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად.
















 

კიბერუსაფრთხოება

 2022 წლის თებერვალში სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა ონლაინ პროექტი “კიბერუსაფრთხოება”, პროექტის მიზანი იყო  კიბერუსაფრთხოების  შესახებ ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, ბოლოხანს  საქართველოში გახშირებული  კიბერ  თავდასხმებისგან  თავდაცვის, პრევენციის  საკითხებზე მოსწავლეების   აქტიური ინფორმირება.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, დავამუშავეთ https://lconline.ge/ განთავსებული მასალები, მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგი, განახორციელეს დაგეგმილი აქტივობები და საუკეთესო მოსწრების მოსწავლეებმა "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში დაიმსახურეს სერტიფიკატი.

პროექტის დასასრულს მოამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა საიტის გამოყენების მეთოდოლოგია და განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს მასწავლებლებს. შეხვედრა შედგა ონლაინ.(PH International)








понедельник, 16 мая 2022 г.

"რა ვიცით პარლამენტარიზმის შესახებ"

სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო.

ჩვენი სკოლა 2021 წელს ჩაერთო ახალ პროექტში "რა ვიცით პარლამენტარიზმის შესახებ". 

პირველი შეხვედრის მასალები მოცემულია ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.3934175600009713&type=3


შემდგომი შეხვედრა მზიური პარკში პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო სტუმრების გამოსვლით, მოსწავლეთათვის სახალისო აქტივობებით. 

პროექტი ცნობიერების ამაღლებას საქართველოს პარლამენტის, მისი როლისა და ფუნქციის, პარლამენტრიზმის  ისტორიის შესახებ მოიცავს.

პროექტია მიზანია, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ და პრაქტიკული საშუალება მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ დაუახლოვდნენ და გაიმდიდრონ ცოდნა საქართველოს პარლამენტის შესახებ შემდეგ საკითხებზე: როგორ იქმნება კანონი, როგორ მიმდინარეობს ზედამხედველობა კანონის ასრულებაზე,დემოკრატიის და მოქალაქო უფლებების შესახებ.

პროექტის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის,რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელობით.


სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - ,,რა ვიცით პარლამენტის შესახებ?” პოექტის ფარგლებში შედგა ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების ახალი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, უმანსპინძლა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს და პედაგოგებს. პროექტის იდეა საქრთველოს პარლამენტს ეკუთვნის და სსიპ ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლა იმ 50 სკოლას შორისაა, რომელშიც პროექტი მიმდინარეობს.

,,რა ვიცით პარლამენტის შესახებ?” პოექტის ფარგლებში  მე-7 კლასის სახელმძღვანელოს წარმატებით გავლის შემდეგ დაიგეგმა და განხორციელდა   შემაჯამებელი აქტივობა მე-7 კლასში ,,რა ვიცით პრლამენტის  შესახებ,, რა სად როდის "ფორმატში .თამაში შედგებოდა ორი რაუნდისგან , პროცესი წარიმართა წარმატებით. 

 https://www.facebook.com/media/set?vanity=parliamentgeo&set=a.284307503892580

https://www.facebook.com/media/set/?set=a.4918512744909322&type=3










пятница, 13 мая 2022 г.

განხორციელებული აქტივობები, პროექტი- "ჩემი ბედნიერი მომავალი/Our Happy Future"

 “ჩვენი ბედნიერი მომავალი” ფარგლებში განხორციელდა აქტივობა-ინდივიდუალობა.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.5899900523359711

ქალაქისა და სკოლის წარდგენა ითვინინგის პროექტის- “ჩემი ბედნიერი მომავალი”” ფარგლებში
https://www.youtube.com/watch?v=ZA8SMmxLzLU

ციფრული უსაფრთხოება

https://www.facebook.com/media/set/?set=a.5899882570028173&type=3

ჩემი ოცნების სკოლა

https://www.youtube.com/watch?v=oizeIW5p-rM

დედამიწა ჩემი სახლია

https://www.youtube.com/watch?v=hMURISTwokE

მომავლის პროფესიები

https://www.youtube.com/watch?v=fQ36xASjD_s

7 14 April World Health Day and Week Slogans on Health Telavi N 5 publik school

https://www.youtube.com/watch?v=cFpWQJO_9jU

ბავშვის უფლებები Child rights

https://www.youtube.com/watch?v=Wv4TZoUi4IY