суббота, 20 августа 2022 г.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საპროფორიენტაციო შეხვედრა

 2022 წლის 6 ივნისს თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავეებთან ჩატარდა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ პრესტიჟის წარმომადგენლებთან. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეგოთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც კოლეჯი სთავაზობს ახალგაზრდებს ახალ სასწავლო წელს. შეხვედრაზე დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს ბავშვებმა. 

თელავის N5 საჯარო სკოლაში შეხვედრა განხორციელდა მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რამოდენიმე წელი აქვს უკვე გაფორმებული პროფესიულ კოლეჯ "პრესტიჟთან" და აქტიურად ვმონაწილეობთ პროფორიენტაციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში.სამოქალაქო განათლების პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი





вторник, 7 июня 2022 г.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ინიციატივა


თელავის N5 საჯარო სკოლის კლუბი "ახალი სიცოცხლე"-ს წევრთა ინიციატივით მომზადდა საინფორმაციო ფლაერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი. კლუბის წევრების აქტიური ჩართულობით საინფორმაციო ფლაერების გავრცელება მოხდა ქალაქში, თემში და სასკოლო საზოგადოებაში.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.6051766388173123&type=3

ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

2022 წლის 1 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებისთვის პოექტის -„ბავშვთა დაცვისა და რეაგირების საკითხების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“ ფარგლებშიც ჩატარდა თემაზე: ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები.

მიზანი: მონაწილეები გაეცნობიან და მიიღებენ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ბავშვთა დაცვის კუთხით არსებობს.

შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე. თემის დასრულების შემდგომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებასა და თემში.

პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ორგანიზაციების „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის განვითარების ცენტრი“ პარტნიორობით პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6052224944793934

понедельник, 30 мая 2022 г.

SOS ბავშვთა სოფელი

 ჩვენი სკოლა ჩაერთო კიდევ ერთ ახალ პოექტში -„ბავშვთა დაცვისა და რეაგირების საკითხების სწავლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის“,რომლის ფარგლებშიც

2022 წლის 19 მაისს ჩატარდა თემაზე: ბავშვთა დაცვის რისკები სამუშაო ადგილზე მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის.

მიზანი - მონაწილეები გაეცნენ ბავშვთა შრომის არსს და იმ ძირითად რისკებს, რაც შრომაში ჩართულ ბავშვებს აქვთ.

მე-4 კლასის მოსწვალებისთვის თემაზე: ძალადობის ფორმები

მიზანი: გაზარდოს მონაწილეთა ცოდნა ძალადობის ფორმებისა და გამომწვევი

მიზეზების შესახებ.

შეხვედრები მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.


პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური

სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“, ორგანიზაციების „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის

განვითარების ცენტრი“ პარტნიორობით პროექტის „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების

საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო

საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში“ ფარგლებში.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044994055517023

საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!”

25 მაისს თელავის მე-5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრ მოსწავლეებს  საპატიო სტუმრები ესტუმრნენ. მედიაწიგნიერების ტრენინგზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოადგილე ემი ქლენსი და კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე გვეწვივნენ და  მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.ახალგაზრდებს ინფორმაციის, ფოტოსა და ვიდეოს გადამოწმების ინსტრუმენტები ასწავლეს.

დასასრულს Kahoot  -ის გამოყენებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ. აქიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

მოსწავლეებმა კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

 ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია “ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!” UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და @USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#ნუდაინფიცირდებიდეზინფორმაციით

https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4667556540011426/4668241643276249/

https://www.facebook.com/TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi

https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/photos/pcb.4668271953273218/4668257029941377

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6044906272192468

 













ბავშვები და პოლიცია


სსიპ ქალაქ  თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი "ახალი სიცოცხლე " 2012 წლიდან  აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თელავის რეგიონული ოფისის წარმომადგენელბთან - ეთო შიუკაშვილთან და ნათია ფიცხელაურთან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებსა და კონკურსებში. 2022წლის  20 მაისს კახეთის რეგიონის  აპარატის სტრუქტურული ერთეული, სისხლის სამართლის და მართლმსაჯულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ივანე ყიზილაშვილმა და მანანა მარტაშვილმა, შეხვედრა გამართეს თელავის N 5 საჯარო სკოლის კლუბის მოსწავლეებთან თემაზე "ბავშვები და პოლიცია".

მათ აღნიშნეს, რომ პოლიცია საზოგადოების წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვაზე, არასრულწლოვანის დასჯადობის ასაკზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებაზე, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რეაგირებაზე.

შეხვედრა საინტერესო და სასიამოვნო გარემოში წარიმართა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

მოსწავლეთა მხრიდან აქტიური და საინტერესო ჩართულობა იგრძნობოდა. მათი დასმული შეკითხვები სტუმრებმა ამომწურავი და სრულყოფილი პასუხებით დააკმაყოფილეს.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=TelavisMexuteSkolisSamoqalaqoClubi&set=a.6013053348711094

"მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში"

2022 წლის 5 მაისს თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასში  გაკვეთილები ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში "მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში". დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მოსწავლეები გამოირცეოდნენ მაღალი ჩართულობით, დასასრულს შექმნეს რეკლამები და წარუდგინეს კლასს პრეზენტაცია.

პროექტის მიზანია ორი წლის განმავლობაში სპეციალური სასწავლო რესურსების შექმნა, რომელთა მეშვეობით სამოქალაქო განათლების პედაგოგები შეძლებენ საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირებას.
შეხევდრას  უძღვებოდა კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, მედიაწიგნიერების სპეციალისტი -გიორგი ჯოლოგუა,სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად.