понедельник, 8 июля 2024 г.

პროექტი - მიგრაცია სიკეთე თუ საფრთხე

 

პროექტის განხორციელების პერიოდი:1.04- 13.06.2024.

  პროექტი განხორციელდა თელავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების და მეურვე პედაგოგის ზეინაბ კაკალაშვილის  ინივიატივით. მათ პროექტი გააცნეს და ჩაერთო  თელავის N9 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ შაშიანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველოს და კლუბის ლიდერი მოსწავლეების და მათი მეურვე პედაგოგების თანამშრომლობით.მასში ჩაერთო ასევე  სასკოლო საზოგადოება და თემი. განხორციელებული აქტივობები -საინფორმაციო შეხვედრა,კვლევა/კვლევის ანალიზის პრეზენტაცია , თანატოლგანმანათლებლები -პრეზენტაციები(მიგრაციის სხვადასხვა მიმართულებით და ტრეფიკინგი- წარდგენა, ანიმაცია მიგრაცია ჩვენება/ განხილვა, სლოგანების, პოსტერების, ნახატებისა კონკურსი. დასკვნით ეტაპზე მოეწყო კონფერენცია სკოლებშორის,  მოსწავლეებმა წინასწარ გადანაწილებული თემები დაამუშავებს და წარმოადგინეს კონფერენციაზე.

 13 ივნისს გამართულ ონლაინ კონფერენციაში "მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისთვის" მონაწილეობა მიიღო პროექტში ჩართულმაა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.  საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან.  მასწავლებლები და მონაწილე მოსწავლეები. შეხვედრა ფეისბუქგვერძე პირდაპირი ეთერით მიმდინარეობდა. წარმატებით წარმოდგენილი მოხსენებებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები.

https://www.facebook.com/share/d9tBkuX2zodSmbEZ/



https://www.etaloni.ge/geo/main/index/106870

ჩვენ ვზრუნავთ -



 22 აპრილი -დედამიწის საერთაშორიო დღეა USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა დედამიწის დღის კვირეული - ჩვენ ვზრუნავთ. 1970 წელს დაარსების დღიდან დედამიწის დღე გაფართოვდა და გახდა გლობალური ფენომენი, რომელიც აღინიშნება 193-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. დედამიწის დღე ემსახურება როგორც აქციის მოწოდებას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდების, თემების და მთავრობების განათლებას, შთაგონებას და მობილიზებას, რომ დააფასონ გარემოს მნიშვნელობა და განახორციელონ ინვესტიცია მის დაცვასა და აღდგენაში. კვირეული მრავალმხრივი აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა დედამიწის დღის კვირეული - ჩვენ ვზრუნავთ.მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები, ფილმის ყურება/განხილვა. მოეწყო ნახატების, პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი. ბუნების მასწავლებელმა ესაუბრა ბუნების კეთილდღეობის შესახებ.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.882364510362193&type=3


აქცია - “მე ვალაგებ საქართველოს”

16-17 აპრილს სსიპ სსიპ ქ. თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები შეუერთდნენ საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგი”-სა და USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program -ის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ აქციას, “მე ვალაგებ საქართველოს”. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, მისი მიმდებარე ტერიტორია და დაბახნების წიწვნარში არსებული დასასვებელი სკვერი. შეგროვებული პარკები მოათავსეს მიმდებარე ნაგვის ურნებში. აქციას შეუერთდა სკოლის ექიმი. აქციაში “მე ვალაგებ საქართველოს” 40-მდე მოსწავლე ჩაერთო,კერძოდ მე-7, მე-9 და მე-4 კლასის მოსწავლეები. აქტივობის დასრულების შემდგომ აქციის მონაწილეებმა მიირთვეს კომპანია „სადაგი“- ის მიერ გამოგზავნილი ორცხობილები. დიდი მადლობა მონაწილე მოსწავლეებს მხიარულ და ხალისიანი თანამშრომლობისთვის. მათი მოთხოვნით აქცია ორ დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. მადლობა ორგანიზაციას მოწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის❤️ #USAIDსამოქალაქოგანათლების პროგრამა / USAID Civic Education Program #სადაგი #მედიაცენტრიკახეთი #სახალისოდალაგება #მე ვალაგებსაქართველოს

https://www.facebook.com/media/set/?set=a.880003257264985&type=3

понедельник, 8 апреля 2024 г.

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე -კვირეული - ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება

 


7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღეა USAID - ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეული - ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება. ჯანმრთელობის მსოფლიო დღე არის გლობალური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების დღე , რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად 7 აპრილს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ( WHO), ისევე როგორც სხვა დაკავშირებული ორგანიზაციების სპონსორობით . მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 7 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს რომელიმე ერთი დაავადების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერება აამაღლოს და ჯანდაცვის პრობლემებს საერთაშორისო ყურადღება მიაპყროს. 2024 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება “ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში მოქალაქეობის მასწავლებელ ზეინაბ კაკალაშვილთან თანამშრომლობით გაიმართა შეხვედრა , მოსწავლეებმა განიხილეს ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით. ბიოლოგიის მასწავლმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე -სასუნთქი გზები, სკოლის ექიმმა მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ჯანმრთელობის უპირატესობასა და საფრთხეებზე . დიდი მადლობა ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თამანშრომლობისთვის ბიოლოგიის პედაგოგ ნინო ფიდატოვს, სკოლის ექიმს ეკატერინე მარგალიტაშვილს და მონაწილე მოსწავლეებს. კვირეულში მონაწილეობას იღებდა მე-3, მე-4, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პოსტერების და ნახატების კონკურსის მონაწილეები დაჯილდოვდებიან. კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობების ფასილიტაციას უწევდა მოქალაქეობის, სამოქლაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი.













пятница, 5 апреля 2024 г.

მოიწვიე ფინედუ კლასში

 




წლევანდელი ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება ღონისძიება სახელწოდებით: "მოიწვიე ფინედუ კლასში". მსოფლიოს 170 - ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ფულის გლობალური კვირეულის კამპანია მიმდინარეობს.


 📌2024 წლის ფულის გლობალური კვირეულის თემატიკა ფულის, ფულთან დაკავშირებული საკითხებისა და ფინანსური უსაფრთხოების თემებს შეეხება. 

📌წლევანდელი კამპანიის მთავარი დევიზია: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი". 

📌ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად. შეხვედრები მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შედგა. 

📌დიდი მადლობა ჩვენს დესპან ქალბატონ რუსუდანს საინტერესო შეხვედრისთვის და მოსწავლეებს კი აქტიური ჩართულობისთვის. 

📌შეხვედრა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia -სა და FinEdu - ფინედუ -ს ორგანიზებით ჩატარდა ფინანსური განათლების თემებზე. 

📌მადლობა ფინედუს ამ შესაძლებლობის, საუკეთესო რესურსების გადმოცემისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრას ფასილიტაცის უწევდა მე და საზოგადოების, მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი- ზეინაბ კაკალაშვილი

https://www.etaloni.ge/geo/main/index/102139

კვირეული - აუტიზმი პაზლი რომელიც ერთად უნდა ავაწყოთ

 


USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები - მომზადებული პრეზენტაციების წარდგენა, ფილმის ნახვა/განხილვა, ნახატების შექმნა, ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ სპეცმასწავლებელი ეკატერინე აივაზიშვილი, მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეთა დასმულ კითხვებზე, გაიმართა დისკუსია, ტესტირება და შეჯამება. პროექტში ჩართული იყო მე-3, მე-4, მე7, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტს ფასილიტაციას უწევდა მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის მეურვე პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

воскресенье, 24 марта 2024 г.

ინტერნეტ უსაფრთხოება, უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა!

USAID-ის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა პროექტი "ინტერნეტ უსაფრთხოება, უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა" პროექტის ფარგლებში განახორციელეს კვლევა და კვლევის შედეგების განხილვა, იმუშავეს სამართლებრივ დოკუმენტზე, წარადგინეს პრეზენტაციები, ანიმაციების ყურება/ განხილვა. მოვიწვიეთ სტუმარი ტოლერანტობის  სამყაროს ცენტრის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ბატონი დავით ღონღაძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, დავით ღონღაძემ მოსწავლეებს გააცნო შემდეგი თემები:

🟡მოწყობილობებზე წვდომა

🟡ინტერნეტში ნავიგაცია

🟡ლიცენზირებული პროგრამები

🟡უსაფრთხო კომუნიკაცია და სხვა

ვებინარი 27 თებერვალს Zoom’ში გაიმართა მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა მოცემულ თემაზე და ამომწურავი პასუხი გასცა ბავშვების მიერ დასმულ კითხვებს..პოსტერების კონკურსი. დიდი მადლობა ბატონ დათოს საინტერესო შეხვედრისთვის, პროექტზე პასუხისმგებელი პირი პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი და მოსწავლე ელენე თოხარიკაშვილი პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მე-4, მე8 და მე-10 კლასის მოსწავლეები.










"დაასრულეთ სტერეოტიპები"

 თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და კლუბის მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელდა კვირეული დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, რომლის სლოგანია " დაასრულეთ სტერეოტიპები",. 📌კვირეულის ფარგლებში მივუერთდით საერთაშორისო პროექტს #LOTSOFSOCKS 📌 კვირეული დატვირთული იყო აქტივობებით. აქტივობებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ 2006 წლის 13 დეკემბერს გაეროს მიერ შემუშავებულ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას". ვიმსჯელეთ სტერეოტიპების შესახებ, ჩავატარე გაკვეთილები, პრეზენტაციების წარდგენა, ნახატების და პოსტერების კონკურსით,ფილმის ყურება/განხილვით. მონაწილეობას იღებდნენ მე-3, მე-4, ,მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. კვირეულის ფარგლებში მოვიწვიეთ სპეცმასწავლებელი ეკატერინე აივაზიშვილი. დიდი მადლობა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის. მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის მეურვე პედაგოგი-ზეინაბ კაკალაშვილი